
ნოდარ მელაძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. როგორც ნოდარ მელაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, შსს-ს წარმომადგენლებს აინტერესებდათ სად გაეცნო ლევან მამალაძის ინტერვიუს და ჰქონდა თუ არა მასთან კომუნიკაცია.
აინტერესებდათ კომუნიკაცია ხომ არ მქონდა ლევან მამალაძესთან ამ ინტერვიუს შემდეგ ან ლევან მამალაძის მიერ დასახელებულ პირებთან, რომლებიც სავარაუდოდ, გეგმავდნენ ჩვენი სიცოცხლის მოსპობას. ასევე კითხვა იყო, მანამდე ხომ არ ვიცნობდი მათ და მქონდა თუ არა კომუნიკაცია და ვუპასუხე, რომ მე ვარ ჟურნალისტი და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია და ოდესღაც შეიძლება მქონდეს ჩაწერილი ინტერვიუ" - ამბობს ნოდარ მელაძე
ამ წუთებში კი მაგისტრი მოსამართლის წინაშე შსს-ს წარმომადგენლები ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს კითხავენ.
12 მარტს შსს-მ ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, ჟურნალისტების: ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოძიება დაიწყო.