ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, ჟურნალისტების შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
ნოდარ მელაძის თქმით, შსს-მ მათ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა შესთვაზა. ჟურნალისტი ამბობს იმასაც, რომ როცა უწყებას ჰკითხეს, აპირებდნენ თუ არა მათ დაკითხვას, რადგან მმართველი პარტიის მხრიდან მუქარების შესახებ აქვთ მოსაყოლი, უპასუხეს, რომ ამ ეტაპზე, მათი გამოკითხვის საჭიროებას ვერ ხედავენ.
მანამდე კი ნოდარ მელაძემ თქვა ისიც, რომ ჩნდება ეჭვი, რომ "ოცნების" ხელისუფლებას თავად აქვს დაგეგმილი ანგარიშსწორება და ცდილობს, ეს სხვას დააბრალოს. მისი თქმით, მსგავსი ინტერვიუები სამთავრობო მედიაში შემთხვევით არ ხვდება.
ცნობისთვის, ლევან მამალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიTV პირველის ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას გეგმავენ.
ამავე თემაზე: