
"ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ყველა ბავშვი და თითოეული თქვენგანი ერთხელ და განუმეორებლად ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე - ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით. ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. დაწახნაგების პროცესი დღესაც გრძელდება პოლიტიკურ ასპარეზზე და კარგია - დაწახნაგების შემდეგ ბრილიანტი მიიღება. ეს ძნელი პროცესია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ, - ამბობს ლადო კახაძე.