პროტესტი ბათუმის "ამბასადორს" - ოპოზიცია ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, ბათუმის ბულვარის რეკრეაციულ ზონაში სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა დაუყოვნებლივ შეჩერდეს.

ახვლედიანი განათლების მინისტრს ასევე მოუწოდებს, რომ "ამბასადორის" საკითხზე ჩანიშნული ზეპირი განხილვა ღია და საჯარო იყოს. "ეს არის ჩემი და დარწმუნებული ვარ, ბათუმის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნაც"- ამბობს ახვლედიანი. 

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ იანვარში გასცა, რასაც არაერთი აქცია მოჰყვა. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 5 ათასზე მეტი ხელწერა შეგროვდა.

"ამბასადორის" საჩივრის ზეპირი მოსმენა აჭარის განათლების სამინისტროში 17 მარტს, 10:00 საათზე  გაიმართება.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი