"ოცნების" მთავრობა ცვლილებების მოლოდინში - მინისტრთა კაბინეტში ვაკანტური ადგილები გაჩნდა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მთავრობა ისევ ცვლილებების მოლოდინშია - მინისტრთა კაბინეტში, რომელიც გახარიამ ირაკლი ღარიბაშვილს დაუტოვა, ორი ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა. მალე "ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა თეა წულუკიანი საკანონმდებლოდან ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს.

ახალი ხელმძღვანელი ეყოლება წულუკიანის ძველ უწყებასაც. რამდენიმეთვიანი მინისტრობის შემდეგ, გოჩა ლორთქიფანიძემ, "ოცნების" მთავრობის წევრობა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის მანტიაზე გაცვალა. მოსალოდნელი ცვლილებები მთავრობაში უმრავლესობის ზოგიერთი წევრისთვის დღეს სრული მოულოდნელობა იყო, მმართველ გუნდში ღიად არც წულუკიანის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებაზე საუბრობენ და არც იმასთან დაკავშირებით არიან ინფორმირებული, რომ გოცა ლორთქიფანიძემ მოსამართლის ფიცი ოფიციალურად დადო.

ნათია ქოქოსაძის რეპორტაჟი: "ვაკანტური პოსტები მთავრობაში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი