პროვოკაცია რიონის მცველების მისამართით. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს მათი საზოგადოებრივი მოძრაობის ქსენოფობიასთან დაკავშირების მცდელობაში ადანაშაულებენ. ადამიანები, რომლებიც თვეებია ხეობას დატბორვისგან იცავენ ამბობენ, რომ ბოლო დროს ხელისუფლებისა და მისი სატელიტი ოპოზიციური პარტიის რიტორიკა საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.
მათი საერთო შეფასებით თბილისში "ქართული მარშის" მიერ ანტი-თურქული აქციის დაანონსება და ამ აქციის რიონის ხეობის გადარჩენასთან დაკავშირება არის სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის გეგმის ნაწილი.
ნათია ტრაპაიძის რეპორტაჟი: "რიონის მცველები" ქსენოფობიის წინააღმდეგ