სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი ახალი მეტროსადგური აღარ აშენდება. თბილისის მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და დღეს ახალი სატრანპორტო სისტემის შექმნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს. ამის რეალური მიზეზი კი ფინანსების დეფიციტია.
თუმცა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მერიამ უცხოურ კომპანიას პროექტის შესწავლა დაავალა, რაშიც მილიონ 300 ათასი ლარი დახარჯა.
გიგლა თუმანიშვილის რეპორტაჟი: "შეუსრულებელი დაპირება"