გორში დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ექიმების ცნობით, ტყვიამ რამდენიმე ორგანო დააზიანა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
კრიმინალური გარჩევა და სისხლიანი დაპირისპრება გორში დღეს, 16 მარტს მოხდა. ქალაქის ცენტრალურ უბანში, ხალხმრავალ ადგილას ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელების თვალწინ დაჭრეს. რა უძღოდა წინ შეიარაღებულ დაპირისპირებას, ჯერჯერობით უცნობია. სისხლიანი დაპირისპირების ადგილას რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ტერიტორიას, სადაც 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, არაერთი სათვალთვალო კამერა აკონტროლებს. ძალოვანებს უკვე ამოღებული უნდა ჰქონდეთ ჩანაწერები, სადაც ინციდენტში მონაწილე პირები იქნებიან დაფიქსირებული.
ამავე თემაზე: