ღარიბაშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

გამოქვეყნდა:

დღეს, 17 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრი ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. გუშინ გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი