კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის წარმომადგენლობაში მივიდა

გამოქვეყნდა:

კრისტიან დანიელსონი ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში მივიდა. დაიგეგმება თუ არა შეხვედრა ოპოზიციასთან და უმრავლესობასთან, ან ერთობლივი მოლაპარაკება, ჯერ ისევ უცნობია. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ დროისათვის დანიელსონი აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ხვდება, რომელიც ევროკავშირის საელჩოში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ევროპელი მედიატორი მხარეების წინაშე ახალი შეთავაზებებით უნდა წარსდგეს. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჟოზეფ ბორელის შეფასებით მისაღები შედეგის მისაღწევად დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქვეყანა ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვა. ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების შემდეგ კი უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ კითხვის ნიშნები ამ ორ საკითხზე აღარ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი