
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტს ირაჩე გარსიას შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის დიდ მნიშვნელობას და მის კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დიალოგისთვის, რომელიც დეესკალაციას და პროცესის პარლამენტში გადატანას შეუწყობს ხელს. - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.