NATO და საქართველო - 2020 წლის ანგარიში

გამოქვეყნდა:

NATO-ს 2020 წლის ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში NATO-ს წევრები საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და შემდგომი სამიტების შესაბამისად, აგრძელებდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის.

ანგარიშში საქართველოს საკითხი ცალკე ქვეთავად არის გამოყოფილი, რომელშიც ნათქვამია, რომ NATO-მ და საქართველომ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გასაახლებლად ერთად უნდა იმუშაოს.

"გაგრძელდა პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის მომზადებას. არსებული ინიციატივების განხორციელების გარდა, ნატო-მ და საქართველომ ერთად იმუშავეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების მიზნით, გადააქციეს იგი უფრო ამბიციურ, უფრო თანმიმდევრულ, უფრო მიზანმიმართულ პაკეტად, რომელიც უკეთ ასახავს როგორც საქართველოს, ასევე ალიანსის პრიორიტეტებს. მთლიანობაში, განახლებული პაკეტი შეიცავს 16 ინიციატივას, სამით მეტს ვიდრე წინა. ახალი ინიციატივები მოიცავს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას, ინგლისური ენის უნარის განვითარებას, სტანდარტიზაციას და კოდიფიკაციას. განახლებული პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს მიმართ დახმარების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, უსაფრთხო კომუნიკაციების დამყარებას საქართველოსა და ნატოს შორის, სამხედრო ინჟინრების მომზადებას, საზღვაო და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული სიტუაციური ცოდნის გაუმჯობესებას",-ნათქვამია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი