სიტყვირი დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. შსს-სთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი ავტომსვლელობის მონაწილეები მივიდნენ და ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, სტიკერების გაკვრა სცადეს, რასაც პოლიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. აქტივისტებმა სტიკერები ასფალტზე მაინც დატოვეს.