"ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმას, პარტიის წევრები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ. როგორც ენმ-ის წევრები ამბობენ, ოფისზე თავდასხმა იმ კრიმინალური ვითარების რეზულტატია, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაშია.
"დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ეს იქნება ობიექტურად გამოძიებული, თუმცაღა ჩვენ ჩვენ პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერებით ვეცდებით ვნახოთ არის თუ არა ეს რაკურსი დაფიქსირებული და შესაბამისად ამას წარმოვუდგენთ მაყურებელს. არ არის კარგი რაც ხდება, თუმცაღა ეს არის რეზულტატი იმ დაძაბული და კრიმინალური ვითარების, რაც ქვეყანაში არის",-ამბობს ბაჩო დილიძე.
"ეს არის ჩვეულებრივი ხელწერა ქართული ოცნების და დღევანდელი ძალოვანი სტრუქტურის. ეს არის შეკვეთით, დავალებით შესრულებული და ესეთი არაერთი ფაქტი ყოფილა",-თქვა გიორგი ბოტკოველმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობაზე გამოკრულ ნიკა მელიას ბანერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.