ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

"მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს იმ ძალისხმევისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია როგორც კონკურენტული და ნათქვამია, რომ, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები." - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი