
"11 000 ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის" - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალსტებთან საუბრისას გააკეთა.
"ქართული ოცნება" ტრადიციულად ამტკიცებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს და ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა ნებისმიერ დროს, გირაოს გადახდის შემთხვევაში შეუძლია:
"პოლიტპატიმრები ქვეყანაში რომ არ გვყავს ეს არის ფაქტი, ვინაიდან იმას, ვისაც დღეს ოპოზიცია პოლიტპატიმარს უწოდებს, შეუძლია 11 000 ევრო გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. 11 000 ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის",-თქვა დავითულიანმა.