
ევროკავშირის საელჩოში, ოპოზიციასთან შეხვედრამდე ირაკლი კობახიძემ მცირე კომენტარი გააკეთა. კობახიძე საელჩოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
სავარაუდო, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული, ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ - განაცხადა კობახიძემ.
შეხვედრას კრისტიან დანიელსონიც დაესწრება.
"ქართულ ოცნებას" დღეს კობახიძის გარდა არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი წარმოადგენს.
მათგან განსხვავებით მოლაპარაკების დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა.