წაქეზებულია "ოცნების" მხრიდან - კობა ნაყოფია ნიკა მელიას ბანერის დაცხრილვაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასა და სროლას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები მმართველი გუნდის მხრიდანაა წახალისებული.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი თავდასხმა ოპოზიციაზე, ოპოზიციის ოფისზე, თუმცა აქამდე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არც ერთი წინა შემთხვევა არ გამოუძიება, რამაც ძალადობა წაახალისა და დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა.

"პრაქტიკულად ეს არის ორგანიზებული ქართული ოცნების მიერ. მათი ლიდერების მხრიდან ეს არის წაქეზებული და მერე ამ ადამიანების მფარველობენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან მათი ძირითადი აქტივი, ვინც მათ ეხმარება სხვადასხვა საქმეებში და მათ შორის, არჩევნებში ვითომ გამარჯვებაში",- ამბობს კობა ნაყოფია "დღის სტუმარში".

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობაზე გამოკრულ ნიკა მელიას ბანერს დღეს ესროლესშსს-მ გამოძიება  სხვისი ნივთის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი