
"ლეობორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის გუშინდელი განცხადება მიუღებელია და ძალიან ჰგავს ნარიშკინის განცხადებას.
"აქვე აღვნიშნავ და იქაც [შეხვედრაზე] აღვნიშნე ჩვენთვის მიუღებელია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომაგდენლის, ბატონ ბორელის გუშინდელი განცხადება, გაკეთებული ბრიუსელში იმის თაობაზე, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ეს განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის განცხადებას. რომელიც ასევე აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ოპოზიცია ტყულად ედავება ჩვენს ოლიგარქს ტახტსა და ძალაუფლებას. ეს ძალიან არასასიამოვნო მომენტია პროცესში", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა დანიელსონთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
იხილეთ ასევე: