
ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „ქვეყანა უფსკრულის პირას: არგუმემტები საქართველოს მხარდასაჭერად“, რომლის თანაავტორები არიან საქართველოში ყოფილი ელჩი იან კელი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა, რომელსაც პერიოდულად შემაშფოთებელი უკანდახევა მოჰყვებოდა, დღეს კი საქართველოს პოლიტიკური სისტემა რამდენიმე პიროვნების მიერ არის მიტაცებული. ავტორები ვაშინგტონსა და ევროკავშირს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებენ, რათა თბილისი ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ არ მოექცეს.