"ევროკავშრისთვის თქვენ არ ხართ უბრალოდ მესამე ქვეყანა", - ასეთი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა, საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს საქართევლოში არსებულ ვითარებას.
მთელი გულით, მივესალმები შეხვედრას, რომელიც ახლა საქართევლოში მიმდინარეობს, ევროკავშირი არ არის მოთამაშე თბილისის პოლიტიკურ მოედანზე. ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და გვინდა რომ ქვეყანა წინ წავიდეს. დემოკრატია საბოლოოდ კომპრომისის მიღწევაა. ვნახოთ რა იქნება შედეგი, საკითხი ვერ გადაიჭრება ერთი შეხვედრით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დიალოგის პროცესის დასაწყისი. ევროკავშირისთვის თქვენ არ ხართ უბრალოდ მესამე ქვეყანა. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი მხრიდან ასეთი შეშფოთება ბოლო დღეებში და კვირებში განვითარებული მოვლენების გამო" - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
მაკალისტერი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.