"რუსთავი 2" და "პრაიმტაიმი" - "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენები მედიასაშუალებებს აერთიანებენ

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის "რუსთავი ორი" "პრაიმტაიმთან" ერთად ერთ ჰოლდინგში ერთიანდება. როგორც კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი ამბობს, მიზანი რუსთავი 2-ისთვის მედია ლიდერის სტატუსისა და შესაბამისად, დაკარგული სარეკლამო შემოსავლების დაბრუნებაა. 

"პრაიმტაიმი" ხელისუფლებასთან დაახლოებული კიდევ ერთი ბიზნესმენის - გიორგი კაპანაძესთან დაკავშირებული მედიასაშუალებაა. სწორედ კაპანაძე იყო ოქროს მოწმე გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში და მას ხელისუფლება დახმარებისთვის ხშირად მიმართავს ხოლმე, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც. 

ასევე ცნობილია გიორგი კაპანაძისა და ბიძინა ივანიშვილის საერთო ბიზნესინტერესებიც. "რიჟას" ხშირად ოლიგარქის კარის ბიზნესმენსაც უწოდებენ. ამ ფაქტების გათვალისწინებით საეჭვოა ამჟამინდელმა "რუსთავი ორმა", რომელიც ხელისუფლების მიმართ ისედაც ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩვა, სარედაქციო დამოუკიდებლობა მოჩვენებითად მაინც შეინარჩუნოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი