
სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის ოფისთან საგანგებო წერილით მივიდნენ. როგორც მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია ამბობს, წერილი შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენილისთვის, კრისტიან დანიელსონისთვისაა.
წერილის შინაარსი არის ის, რომ ივანიშილმა საქართევლოში დაამყარა დიქტატურა, თუ რომელიმე ოპოიციური პარტია არ არის თანახმა იმაზე, რომ დაიწყოს პლებისციტზე ლაპარაკი და დაიწყებენ დროის გაწელვას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს ამ ჭაობიდან. ჩვენ შიშველი ხელებით ყოველდღე ვებრძვით დიქტატურას. ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებმა და ჯანსაღმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დავამყაროთ საქართველოში დემოკრატია, - თქვა ნიკა ნარსიამ.
მისივე თქმით, მოძრაობა "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სამოქალაქო პროტესტს მხარს არ უჭერს. "ღიად ვიტყვი, რომ ხაზარაძე არ უჭერს მხარს კარვებს, პროტესტს, არცერთი ევროპელი მოქალაქე არ იტყვის იმას, რომ პროტესტი უნდა შეწყდეს", - თქვა მან.
როგორც ნარსია ამბობს ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია და ორივე მხარეზე მოახდენენ ზეწოლას.
ცნობისთვის, ამ წუთებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დენიელსონი, ევროკავშირის საელჩოში ოპოზიციას და მმართველ გუნდს ერთობლივად ხვდება.