ბაიდენის განცხადების შემდეგ, რუსეთმა აშშ-დან ელჩი გამოიწვია

გამოქვეყნდა:

ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა და ამერიკის ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკის გასაანალიზებლად, მოსკოვში მიიწვიეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა საუბრობს. მისი თქმით,  რუსეთი დაინტერესებულია, აშშ-სთან ურთიერთობებში არ იქნეს დაშვებული " შეუქცევადი დეგრადაცია".

"ჩვენთვის მთავარია გავარკვიოთ რა გზით შეიძლება გამოსწორდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები, რომელიც ვაშინგტონმა, ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა", - ამბობს ზახაროვა. 

ეს გადაწყვეტილება კი ოფიციალურმა მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვლიდა თუ არა ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად, დადებითი პასუხი გასცა, შემდეგ კი დაამატა, რომ ამისთვის ის შესაბამის ფასს გადაიხდის.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი