არავითარი პოლიტიკური კრიზისი-ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი მთავრობის სხდომაზე შეაფასა

გამოქვეყნდა:

ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული შეხვედრები - ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი მთავრობის სხდომაზე შეაჯამა და წარმატებული უწოდა.

პრემიერის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა, მათ შორის ჟოზეფ ბორელმა შეაფასეს ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ქვეყანაშია და მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ხელოვნურადაა შექმნილი.

არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა - ამბობს ღარიბაშვილი და "კონსტრუქციულ ოპოზიციას" მოუწოდებს "სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების" მიღებისკენ.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, გაგრძელდება დიალოგიც.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი