
სამუშაო და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მედიაციის პროცესი გაგრძელდება - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებების მეშვიდე დღის დასაწყისში განცხადება გააკეთა. მთავარი მედიატორი ევროკავშირის საელჩოში უკვე მივიდა და დღის მეორე ნახევარში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ისევ შეახვედრებს.
მე ფოკუსირებული ვარ ახლა იმ საქმეზე რასაც აქ ვაკეთებ, ეს არის მედიაციის მცდელობა და პროცესი, ვაპირებ სიღრმისეულად ვიმუშაო დღეს, ისევე როგორც გუშინ - ამბობს დანიელსონი