ყველაფერზე შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თმობს მხოლოდ ერთი მხარე - სუბარი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ შეთანხმების მისაღწევად მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს., თუმცა მისივე თქმით, დათმობებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს.

"ქართული ოცნების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ მოლაპარაკებები შედგეს და არ ჩაშალოს არავინ. თუმცა დავინახეთ ისეთებიც, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკებათა დარბაზი და მორიგ ჯერზე, გადავიდნენ ჩვენ დაუფარავ ლანძღვა-გინებაზე.

რაც შეეხება მოლაპარაკებას, შეთანხმება ყველაფერზე უნდა იყოს, ოღონდ ყველაფერზე შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თმობს მხოლოდ ერთი მხარე ან მხოლოდ მეორე მხარე.

მოლაპარაკებები იმიტომ არის, რომ ყოველთვის მოვისმინოთ რას ამბობს მოწინააღმდეგე და შემდეგ საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. ეს ყოველთვის საუკეთესო შეიძლება არ იყოს ერთი მხარისთვის, ან მეორე მხარისთვის იდეალური, მაგრამ რაღაცნაირად ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაზე უნდა შევთნხმდეთ",-თქვა სოზარ სუბარმა.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს, 18 მარტს 15:00 საათზე შეხვდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი