საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის სამთავრობო კანდიდატის, იოსებ ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა, რის მიზეზადაც წესდების არასწორად დამოწმება დასახელდა.
რეესტრის გადაწყვეტილებას რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძეც გამოეხმაურა, რომლის კანდიდატურაც ასევე ორჯერ დაახარვეზა რეესტრმა.
გუშინ ვიხილეთ ხარვეზის დადგენა, წესით და რიგით საჯარო რეესტრი ამას გვერდს ვერ აუვლიდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ხარვეზები, რომლებიც 30 დეკემბერს ჩემს საჯარო აქტში შინაარსობრივად შეისწავლეს და დაადგინეს, იმაზე მეტი დარღვევებია დღეს შინაარსობრივად ,- ამბობს ირაკლი აბუსერიძე.
ირაკლი აბუსერიძის ადვოკატის დავით კლდიაშვილის თქმით, წესდების არასწორად დამოწმება ყველაზე იოლად აღმოსაფხვრელია და რეალურად დარღვევები გაცილებით მძიმე და სერიოზული იყო. კლდიაშვილის თქმით, ხმისმიმცემი კლუბების ვინაობა არ ჩანს, ასევე არ ჩანს მინდობილობები.
რეესტრის გადაწყვეტილებას თავად ტყემალაძეც გამოეხმაურა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტად ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული იოსებ ტყემალაძე 10 მარტს აირჩიეს