რაღაც საკითხები არის, რაც სახელმწიფოებრიობას ავნებს - კალაძე მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

რაღაც საკითხები არის, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრიობას ავნებს - აცხადებს თბილისის მერი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას:

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდეს, დამშვიდდეს და დასტაბილურდეს ქვეყანაში სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა. რაღაც საკითხები არის, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრიობას ავნებს, მე ახლა დეტალებში არ შევალ, მაგრამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შალვა ნათელაშვილის შეფასებაზე თავს შევიკავებ, რადგან მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან უფრო სერიოზული ფიგურები არიან წარმოდგენილი, ამიტომ მოლაპარაკების პროცესს დაველოდოთ, დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ", - ამბობს კალაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი