
ავღანეთში უსაფრთხოების ძალების ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა , - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაიდან-ვარდაკის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა შორის ეკიპაჟის წევრები და ავღანეთში უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები არიან.
უწყების გავრცელებული განცხადების თანახმად, კატასტროფის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. Reuters-ის ინფორმაციით, ვერტმფრენს აფრენისას რაკეტა დაეჯახა.