ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი მთავრობები და ლიდერები- ნიკა გვარამია ფაშინიანის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე სომხეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობები და ლიდერები სწორედ ასე იქცევიან.

"უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ნიკოლ ფაშინიანმა 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

აი, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი მთავრობები და ლიდერები.

სამწუხაროდ, დღეისთვის, სომხური პოლიტიკური ელიტა, ჩვენსაზე ათი წლით წინაა. ნუ გვეწყინება და სომეხი ხალხიც - ჩვენზე. არა და, რამდენიმე წლის წინ, საუკუნით წინ ვიყავით, ლამის",-წერს ნიკა გვარამია.

სომხეთში ვადამდელი არჩევნები 20 ივნისს გაიმართება  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი