"ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ის 30 წლის დიმიტრი კასრელიშვილია. ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებული კასრელიშვილი, სამოქალაქო აქტივისტია, ის ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციებშიც მონაწილეობდა.
"გაღიზიანებულია ნაციონალურ მოძრაობაზე. ხალხი ორად არის გაყოფილი, ოცნების მხარდამჭერები და ნაციონალების მხარეს ვინც არის. ზოგადად, როგორც ხდება, ნასვამი იყო, ეგეც არ ვიცი...",- ამბობს დაკავებულის ბიძაშვილი.
ოჯახის წევრები არაფერს ამბობენ ამოიღეს თუ არა მათი სახლიდან ნარკოტიკული საშუალებები და ვაზნები, თუმცა ამბობენ რომ საცხოვრებელი სახლიდან პნევმატური იარაღი ამოიღეს.