"მძიმე საუბარი იყო"- პროკურორი ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის გამოკიხთვას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

სკანდალური აუდიოჩანაწერების საქმეზე "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. 

ნოდარ მელაძის თქმით, საგამოძიებო უწყებას მხოლოდ წყაროს ვინაობა აინტერესებს.

საკმაოდ მძიმე საუბარი იყო გამოკითხვის დროს. პროკურატურის განზრახვა არის ერთადერთი, გაარკვიონ, ვინ არის წყარო. ყველა კითხვა იყო ამის გარშემო. როგორც დავინახავთ განზრახვას, რომ ისინი გადააკვალიფიცირებენ მუხლს და დაიწყებენ გამოძიებას სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით იმ ძალადობებზე რომელიც იქ იყო, რომლის ფიგურანტები არიან ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხსენიებული პირები, ჩვენ გადავცემთ მათ ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის რედაქციაში ,-თქვა ნოდარ მელაძემ.

პროკურორი კი საქმის მთავარი ფიგურანტების გამოკითხვასაც არ გამორიცხავს:

გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით, მაგრამ კონკრეტულ დანაშაულზე რო გახვიდე და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები. შესაძლოა ყველა პირი იყოს დაბარებული, ვინც ამ საქმეს ეხება და ვისაც შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება - თქვა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ

ცნობისთვის, 6 მარტს TV პირველმა აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი