შებოჭა და სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა - პროკურატურა წულაიაზე

გამოქვეყნდა:

გოგი წულაიას პროკურატურამ ბრალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, წულაიას ა.დ-სთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა და 16 მარტს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა.

ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა.

აღნიშნულის შემდეგ გ.წ.-მ, იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გ.წ.-ს შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

მას შემდეგ, რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გ.წ.-მ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გ.წ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში - ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა" ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წულაიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს.

თავად გოგი წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი