სახელმწიფომ უნდა დაიწყოს საგანმანათლებლო ღონისძიებები - სოფო ჯაფარიძე ვაქცინაციაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და მედიკოსები ამბობენ, რომ გვერდითი მოვლენები ახლავს ნებისმიერ პრეპარატს, მათ შორის ვაქცინაციის პროცესში. მათივე თქმით, აუცილებელია ყველამ გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ალერგია ან სხვა დაავადებები. 

ცხადია, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, მაგრამ ამ ეტაპისთვის საქართველოში აცრილია 3365 ადამიანი და ეს პირველი რთული შემთხვევაა. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მასიური და სახელმწიფომ უნდა დაიწყოს საგანმანათლებლო ღონისძიებები ვაქცინასთან დაკავშირებით, სწორედ ასტრაზენეკასთან დაკავშირებით, რაც არ არის დაწყებული და რამაც მიგვიყვანა იმასთან, რომ დღეს ძალიან ბევრი აცხადებს უარს ვაქცინაციაზე, - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ვახტანგ კალოიანის თქმით კი, ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება ალერგიული რეაქციებია.

ვაქცინას აქვს სულ რამდენიმე უკუჩვენება მძიმე იმუნოდეფიციტურ პაციენტებში. მოქალაქეებს ინფორმაცია სრულად უნდა მიეწოდოს იმ რისკების შესახებ, რაც აქვს ვაქცინას ,-თქვა ვახტანგ კალოიანმა.

ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. 

დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება საბჭოს სხდომა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს "ასტრაზენეკას" ვაქცინაციით იმუნიზაციის პროცესი დროებით შეჩერდება თუ არა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი