სააპელაციო სასამართლომ TV პირველიდან მასალების "ამოღების" განჩინება ძალაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს განჩინება, TV პირველიდან მასალების "ამოღების" ნებართვის შესახებ, ძალაში დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, 2021 წლის 18 მარტის განჩინებით უცვლელი დატოვა შპს „ტელეკომპანია პირველთან“ დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, - ვკითხულობთ სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 მარტს TV პირველმა აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. 

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო.

TV პირველმა, სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 12 მარტს გაასაჩივრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი