კინემატოგრაფისტები ლევან აკინს და ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" მხარდაჭერას უცხადებენ

გამოქვეყნდა:

ქართველი კინემატოგრაფისტები ლევან აკინს და ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმდებით ჯგუფს მხარდაჭერას უცხადებენ. საგანგებო განცხადებას ხელს აწერენ რეჟისორები, მსახიობები, ხელოვანები და მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვას ძალადობა ფილმის სანახავად მისული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

კინემატოგრაფისტები ამბობენ, რომ რაიმე სახით ცენზურა ან დისკრიმინაცია დაუშვებელია. 70-მდე ხელოვანი ლევან აკინს და ფილმს სოლიდარობას უცხადებენ.

ხელოვანების გარდა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს სოლიდარობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი გუშინ განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ. მათი აზრით, ძალადობრივი ჯგუფები მთავრობის მიერ არიან წახალისებულები. ისინი ასევე ამბობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები უნდა დაისაჯონ.

„წახალისებულები არიან, მე ასე მიმაჩნია, იმიტომ, რომ ის განცხადებები, რაც კეთდებოდა რამდენიმე დღით ადრე, იგივე თალაკვაძის, კალაძის მხრიდან, წაახალისეს ის ჯგუფები. პირველ რიგში, უნდა დადგეს ფალავანდიშვილის, ვასაძის და ბრეგაძის პასუხისმგებლობა, მერე უნდა დადგეს საპატრულოს უფროსის პასუხისმგებლობა“, - ამბობს გოგი ხოჭოლავა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი