კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა მძიმეა - ოჯახის პირველი კომენტარები

გამოქვეყნდა:

"ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ექთანი რეანიმაციაში შესაბამის მკურნალობას გადის. 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 21:00 საათზე დაიწყო ექიმების კონსილიუმი, რომელმაც მკურნალობის გეგმა უნდა განიხილოს - რა მიმართულებით იმუშავებენ პაციენტთან. 

კლინიკაში უკვე მივიდნენ 27 წლის ექთანის ოჯახის წევრები და ნათესავები. მათი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მედიკოსის და ამბობს, პაციენტს არანაირი დაავადება და ჩივილები არ ჰქონდა და ის არც ალერგიული ყოფილა.

ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, მედდას სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი