"ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი" - ISFED-ის პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

სამართლიანი არჩევნებისა (ISFED) „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ეხმაურება.

საუბარია კობახიძის განცხადებებზე, სადაც ის ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბებაზე საუბრობს და შედეგების გაყალბებაში ISFED-თან ერთად, ოპოზიციასაც ადანაშაულებს.

კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. აღნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და ემსახურება არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის  ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს ,-ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს მმართველ პარტიას შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი