
ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. კონსულტაციები 16 საათზე უნდა დაიწყოს. ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.
უკვე ცნობილია, რომ ძალაში რჩება დაგეგმილი აქციები.
ჩვენ ველოდებით რომ ბევრად მძაფრი ნაბიჯები და კრიტიკა გაგრძელდება ევროპიდან და ამერიკიდანაც. ერთადერთი რაც ესმის ქართულ ოცნებას ეს გახლავთ პირდაპირი ძალით, სანქციებით, მკაცრი ტონით საუბარი და ამას მიიღებენ უახლოეს მომავალში" ამბობს დავით ბაქრაძე.
ოპოზიცია სავარაუდოდ ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებს.