ჯანდცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თავდაპირველად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო როგორც მთავარი აცრის ცენტრი "ფაიზერის" ვაქცინისთვის იყო გათვალისწინებული, "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია კი რაიონულ საავამდყოფოებში უნდა მომხდარიყო.
"აჭარის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა შერჩეული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც მთავარი აცრის ცენტრი "ფაიზერის" ვაქცინისთვის, ასტრაზენეკას ვაქცინისთვის, ისე როგორც ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს, ვაქცინაციის ჯგუფმა უპირატესობა მიანიჭა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას და მოგეხსენებათ, აჭარაში არის რაინული დონის საკმაოდ კარგი და გამართული საავადმყოფოები, სადაც იყო დაგეგმილი ვაქცინაციის ჩატარება. თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს ყველაფერი გაგრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს საკმაოდ კარგი რესურსები იმისთვის, რომ დიდი ნაკადები მართოს.
ცოტა ხნის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა დილიდან სტაბილურად მძიმე იყო.