თუ "ოცნება" თვითმმართველობაზე 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, არჩევნებს 2022 წელს დანიშნავდა - ელისაშვილი 

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის, გუშინდელი 10 საათიანი მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს. ელისაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ოპოზიციას სთავაზობდა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, არჩევნებს 2022 წელს დანიშნავდა.

რაც იქ ეწერა ყველაფერი ჩვენ კანონპროექტშია ასახული, უკვე რაც არის ინიცირებული ჩვენგან და "ქართული ოცნებისგან". იქ იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი, რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების საკითხიც იყო. სურვილი იყო, რომ ეს მოლაპარაკების მიღმა გასულიყო, მაგრამ რაღაც გადაწყვეტის გზამდე მივსულიყავით. "ქართული ოცნების" მხრიდან იყო შემოთავაზებული საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა არჩევნები ,-ამბობს ელისაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი