ოპოზიცია ხვალ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციამ 20 მარტს დაგეგმილი აქცია გააუქმა. ისინი ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან სამოქმედო გეგმის გამოცხადებას აპირებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრაზე მიიღეს. 

უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი. ხვალიდან უკვე გადავდივართ სულ სხვა რეჟიმზე მოქმედების და სულ სხვა ტალღაზე და ამიტომ ჩვენს გეგმას, როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ გამოვაცხადებთ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი