დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის სენატი უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს საქართველოს მთავრობაზე - დანიელ ჰამილტონი

გამოქვეყნდა:

ერთკვირიანი და უმძიმესი პოლიტიკური მოლაპარაკებები და შედეგი, რომელიც მოულოდნელი არ ყოფილა უცხოელი პარტნიორებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების განსამუხტად აუცილებელია, პროცესებში აქტიურად ჩაერთოდ შეერთებული შტატები. 

ბრიტანელი ექსპერტის, დანიელ ჰამილტონისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ყველაფერი შედეგის გარეშე დასრულდა. 

ჩემთვის სრულებით არ იყო გასაკვირი, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკებებში ვერანაირი სერიოზული გარღვევა ვერ ვნახეთ. ვფიქრობ, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ საქართველოში სიტუაცია შეიცვალოს და ოპოზიციამ უფრო დაფასებულად და ჩართულად იგრძნოს თავი პოლიტიკურ პროცესში, ეს შეერთებული შტატების ჩართვაა. ამერიკა ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელსაც დადებითი გავლენა ჰქონდა საქართველოზე დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხრივ, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ვაშინგტონი კვლავ ჩაერთვება ამ საქმეში და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ქვეყანამ დემოკრატიული წინსვლის მხრივ ნაბიჯების გადადგმა განაგრძოს, რათა ნატოს წევრობას დაუახლოვდეს. ეს ერთადერთი იმედია, რომ გარღვევა მოხდეს.

ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გვაჩვენა, რომ ის ფაქტობრივად არ რეაგირებს პოლიტიკური ზეწოლის რაიმე ფორმაზე, იქნება ის მისივე პრემიერმინისტრების გადადგომა თუ ნეგატიური კომენტარები ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მხრიდან. თუმცა, საბოლოოდ კაშხალი მაინც გაირღვევა, თუ მის უკან ზედმეტი წყალია დაგუბებული. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება მოხდეს საიმისოდ, რომ ივანიშვილზე ზეწოლა გაძლიერდეს, არის რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრებმა და პარტნიორებმა მოითხოვონ ბიძინა ივანიშვილის ამ ძალიან ცენტრალიზებული მმართველობის დასრულება. უნდა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო კოდექსი ისე შეიცვალოს, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკურ დებატებში, - ამბობს დანიელ ჰამილტონი. 

მისივე თქმით, სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

..სენატორი ყოველთვის საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. მან დიდი შეშფოთება გამოთქვა ნიკა მელიას დაკავების გამო და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის სენატი უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს როგორც საქართველოს მთავრობაზე, რათა მან საჭირო რეფორმები განახორციელოს, არამედ ასევე საქართველოს უცხოელ მეგობრებზე,- ამბობს ჰამილტონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი