წინადადებები დადო მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" - ელისაშვილი მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, პარლამენტში შესული ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ თითქმის 10-საათიან შეხვედრაზე, რეალური წინადადებები, მხოლოდ მმართველ გუნდს ჰქონდა.

ელისაშვილი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, განიხილავდნენ, საარჩევნო და პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმის, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებს.

წინადადებები დადო მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ". ოპოზიციიდან არანაირი წინადადება არ იყო. იქ იყო საკითხი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილების, იქ იყო საარჩევნო რეფორმის საკითხი, რაც იქ ეწერა, ყველაფერი ჩვენს კანონპროექტშია ასახული, უკვე რაცაა ინიცირებული ჩვენგან და "ქართული ოცნებისგან". იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფრომის საკითხი, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების საკითხი იყო. იყო სურვილი, რომ ეს ამ დიალოგის მიღმა გასულიყო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივსულიყავით. ასევე იყო "ქართული ოცნების" მხრიდან შემოთავაზებული საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა არჩევნები... ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აღარ არის სერიოზული, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, რეალობას გავუსწოროთ თვალი. მაინც რომ ამას ჯიუტად ითხოვ, როდესაც შეგიძლია გამოგლიჯო "ქართულ ოცნებას" მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი და შენ მაინც ვადამდელი და პლებისციტი დაგიჩემებია, ეს ჩვენთვის აუხსნელია, - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეთანხმება ვერ შედგა. დანიელსონი 19 მარტს დილით ბრიუსელში გაფრინდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი