
საქართველო ამ წუთას დიდ კრიზისშია - პარლამენტი ერთპარტიულია, რაც დემოკრატიის პირობებში მიუღებელია - აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ერთპარტიულია იმ გაგებით, რომ საქართველოს ამომრჩევლის ნახევრის ნება უგულებელყოფილია, მათ არ ჰყავთ წარმომადგენლები პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში, დაახლოებით 60 ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალია, ამიტომ, ვფიქრობ, ორივე მხარეს, ოცნებას და ოპოზიციას, მოუწევთ მომავალში მიიღონ გადაწყვეტილებები იმდაგვარად, რომ ეს ადგილები შეივსოს - ეს უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი- ამბობს იან კელი.
დიპლომატის თქმით, პირველ რიგში ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუმცა დადებითი როლის თამაში აშშ-საც შეუძლია.
იან კელი ნიკა მელიას გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს:
მე ვერ წარმომიდგენია, იმართებოდეს მოლაპარაკებები, როცა მთავრი ოპოზიცური ლიდერი - ნიკა მელია, ციხეშია. მე საჯაროდაც მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ მელია წინასწარი პატიმრობიდან. ეს იქნება კარგი და სასარგებლო დასაწყისი შემდგომი პროცესების განვითარებისთვის. ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, ისინი აკონტროლებენ ძალაუფლების ყველა შტოს, და მათ აქვთ ხელში ეს ბერკეტი. მელიას გათავისუფლების გარეშე, არც ოპოზიციას უნდა მოსწონდეს მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე დათანხმება, და არც ხელისუფლება უნდა ამბობდეს, რომ მათთვის რომელიმე საკითხი არის წითელი ხაზი. ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველი ლოგიკური ნაბიჯი მელიას გათავისუფლება უნდა იყოს, ვიმეორებ ამის გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება მოლაპარაკებები" ამბობს იან კელი "დღის სტუმრის" ეთერში.