"რა უნდა დაეთმო ოპოზიციას, პარლამენტში შესულიყო"? - ნინო ჯანგირაშვილის და ბაია პატარაიას პოლემიკა

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველი ბაია პატარაია თვლის, რომ გუშინ, 18 მარტს, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია გარკვეულ დათმობებზე უნდა წასულიყო. როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" თქვა, მან საერთოდ ვერ დაინახა მზაობა, რომ ხელისუფლების ოპონენტები რაიმე კომპრომისს მაინც აპირებდნენ. 

პატარაიას ამ განცხადებებს ეთერშივე გამოეხმაურა ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. მან პატარაიას ჰკითხა: "რა უნდა დაეთმო ოპოზიციას, პარლამენტში შესულიყო?" მისივე თქმით, "ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ ჰქონოდა გამოცხადებული, ახლა უნდა გამოეცხადებინა."

"მაშინ ასე ვიქნებით სულ, ამ სიტუაციაში. ვიღაცებს სანქციების იმედი აქვთ და მე არც ამის იმედი მაქვს", - უპასუხა პატარაიამ. 

ნინო ჯანგირაშვილი კი ოპოზიციას ბრძოლისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათი ბოიკოტი უკიდურესი იმედია. "90 მონაა იქ, რისთვის შევიდნენ, ლადო კახაძეს ეშაირონ??"

პარალელურად, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ოპოზიცია მზად იყო გარკვეული კომპრომისებისთვის იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას დათანხმდებოდა. 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. დანიელსონმა საქართველო დღეს, 19 მარტს გამთენიას დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი