ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ სასამართლო საქართველოში პოლიტიკური გავლენის ქვეშაა - იან კელი

გამოქვეყნდა:

ადრეც მითქვამს, როგორც ელჩს და ახლაც გავიმეორებ რომ ერთ-ერთი საკითხი, რაც ჩვენ გვაწუხებს არის ქართული  სასამართლო - ამბობს იან კელი "დღის სტუმარში" საუბრისას. დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში სასამართლო დღეს პოლიტიკური გავლენის ქვეშაა:

დღეს  სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, და იმყოფება  პოლიტიკური გავლენის ქვეშ, როგორც მოსამართლეების წარდგენის, ისე -  საქმეების გადანაწილებისა და გადაწყვეტილების მიღებისას" ამბობს იან კელი.

ყოფილი ელჩის თქმით, საჭიროა დაიწყოს პროცესი, იმის კარგად გასააზრებლად რა მოხდა სინამდვილეში 2020-ის ოქტომბრის არჩევნებზე:

ხელისუფლების მიდგომა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი და რომ ამის ირგვლივ არ იქნება განხილვა - არ არის ჯანსაღი და სასარგებლო. ეს უსამართლო მიდგომაა. თუ აღნიშნული დამოკიდებულება შეიცვლება, შეიძლება, მოიძებნოს  გამოსავალიც.... ჩვენც გვქონდა მსგავსი გამოწვევა  ბოლო არჩევნებზე, მაგრამ სწორედ დამოუკიდებელი ინსტიტუციების დამსახურებით გაქარწყლდა ეს მოსაზრებები" ამბობს იან კელი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებისთვის სანქციების დაწესებას არ ეთანხმება:

ჯერ ამერიკამ უნდა გადახედოს თავისი დახმარებების სისტემას, რომელსაც ის საქართველოსთვის გამოყოფს. პროგრამებს, რომლებითაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებელს ღებულობენ, ამით ჩვენ სიგნალს გავუგზავნით ჩინოვნიკებს.

რადგან ამერიკას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოზე, ეს უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველო დავაბრუნოთ იმ გზაზე, რასაც დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობა ქვია, დავაბრუნოთ იმ ღირებულებით პრინციპებზე, სადაც ბალანსი დაცულია, რომ მმართველმა ძალამ ოპოზიციის გარეშე არ მართოს ქვეყანა. ამისთვის უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლოც, რომელიც გააანალიზებს და გაფილტრავს სახელისუფლებო გადაწყვეტილებებს" ამბობს იან კელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი