დაღუპული მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახი ელოდება კონკრეტულ პასუხს, ვინ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, რამაც 27 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოძიება ადგენს და კითხვას ყველა იმ პირს, ვინც იმუნიზაციას ესწრებოდა და გართულების შემდეგ რაიმე ფორმით იყო ჩართლი პაციენტის მდგომარეობის მართვაში. გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. ახალციხის კლინიკაში უარყოფენ ინფორმაციას რომ ადრენალინის ნაცვლად ანაფლექსიური შოკის მართვისას სხვა ბევრად სუსტი პრეპარატი გამოიყენეს.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ მედიკოსთა იმუნიზაციის პროცესში სავარაუდოდ ანაფლექსიური შოკის განვითარების კიდევ ერთი შემთხვევა იყო, თუმცა მართვა მოხერხდა. 

ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლი შეცვალა. იმუნიზაციის პროცესი შეჩერდა აჭარის რეგიონის რამდენიმე კლინიკაში და დღეიდან ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება, სადაც რეანიმაციული განყოფილებებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი