"ოცნების" უარი ევროპას  - არაფრით დასრულებული მოლაპარაკებები

გამოქვეყნდა:

კრისტიან დანიელსონი გუშინ 10 საათის განმავლობაში ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის გუნდი 6 პუნქტიანი გეგმიდან რომელიმეზე მაინც დაეთანხმებინა. მოლაპარაკებები არაფრით დასრულდა. ქართული ოცნების ლიდერები დამოუკიდებლად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა, ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელზეც დიალოგის დასაწყისში თითქოს მათი მხრიდან თანხმობა იყო.  

დილიდანვე ოცნების ლიდერები კამპანიურად ერთი და იგივე გზავნილებით აკეთებდნენ კომენტარებს. მათი სამიზნე ნაციონალური მოძრაობა იყო და მოლაპარაკებების ჩაშლა ტრადიციულად მესამე პრეზიდენტს დააბრალეს. ოცნებამ მაშველ რგოლად ალეკო ელისაშვილიც გამოიყვანა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან რომ მოლაპარაკება ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა და ევროპას სწორედ ოლიგარქმა უთხრა უარი.

პოლიტპატიმრები ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროებში რჩებიან. ამ ვითარებაში ოპოზიცია დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ივანიშვილის გუნდთან ვერ ხედავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი